უკრაინის რადას არჩევნებისთვის „ახალი ძალების მოძრაობის“ სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, მეორე ნომერი კი დავით საყვარელიძეა

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა ათეული დაასახელა. სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

სიის მეორე ნომერი უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეა. მესამეა რადას მე-7 მოწვევის დეპუტატი ოლეს დონი. მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე - ეკონომიკის ექსმინისტრი ვლადიმერ ლანოვოი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობა, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატთა სია დამტკიცდა, 10 ივნისს გაიმართა.

ჟურნალისტებისთვის დარიგებულ სიაში ასზე მეტი ადამიანია.

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ის და მისი პარტია მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს