ეკა ბესელია - ვქმნით ახალ მოძრაობას, სადაც ძალიან საინტერესო სახეებს ნახავთ, მათ შორის ჟურნალისტებიც იქნებიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მის მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიაში ჟურნალისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ეკა ბესელიას განმარტებით, 20 ივნისს, დამფუძნებელი ყრილობის დღეს. ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ბევრ ახალ სახეებს იხილავს.

ეკა ბესელია ირწმუნება, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას რომელიც მან წამოიწყო, ბოლომდე მიიყვანს. ამასთან, ეკა ბესელიას განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან საინტერესო სასტარტო პოზიცია, რადგან ის ბუნებრივად ჩამოყალიბდა.

„ეს პოლიტიკური ძალა ძალიან ბუნებრივად, ძალიან ნატურალურად, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე ყალიბდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებიდან წამოვედით. ის მუდმივი ბრალდება-რატომ უნდა გენდო, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლა გინდა?-ეს კითხვა ჩვენთან აღარ დაისმევა. იმიტომ, რომ ჩვენ სამივე ხელისუფლებიდან წამოვედით და ვთქვით, რომ იქ აღარ დავრჩებოდით. ეს იმიტომ, რომ მთავარ რამეს შეეხო და ჩრდილი მიადგა - სამართლიანობას.

ვქმნით ამ ახალ მოძრაობას, სადაც ძალიან საინტერესო სახეებს ნახავთ. მათ შორის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არასდროს ყოფილან, მაგრამ თავის პროფესიაში იყვნენ წარმატებული. მათ შორის თქვენი კოლეგებიც, ჟურნალისტებიც იქნებიან. ისე მიხარია ეს გამბედაობა, მათ შორის საკმაოდ ბევრი ქალბატონია. ეს გაბედული ნაბიჯი არის გაცნობიერებული. რამდენიმე პროფესიონალი სხვა სფეროს წარმომადგენელია, პრაქტიკოსი პროფესიონალები, რომლებიც პარალელურად ამ ნაბიჯს დგამენ. სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელმაც 20 წელი მოითვალა, დღეს კიდევ ერთხელ მიღირს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ღირსეული და კარგი პროფესიონალები. ამისთვის ვემზადებით, კარგი ახალგაზრდობა მოვიდა და ესეც ძალიან მახარებს და მინდა, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და სამართლიანობა ქვეყანაში აღდგეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს