ნათია თურნავა - საქართველოში აშშ-ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონალური წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ - ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება.

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ - ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ - ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს