სოფო კილაძე კარასინის განცხადებაზე - დასავლური საგარეო კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება. კილაძის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„საქართველოს დასავლური საგარეო კურსი ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი. ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა გვქონდეს და იმავდროულად ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც არის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ამას ასე აღიქვამენ,"- განაცხადა კილაძემ.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ ეს, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, " - განაცხადა კარასინმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა