ნინო გოგუაძე - კარასინის განცხადებები ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე

კარასინის განცხადებები, რა შინაარსის შემცველიც არ უნდა იყოს ის, ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც მან საქართველო-ნატოს ურთიერთობასა და ანაკლიის პორტზე გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთაბაზე გავლენას რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებები, გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საქართველოს მყარად აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული.

„რა თქმა უნდა, საქართველოს გადასაწყვეტია ვის აირჩევს თავის პარტნიორად. კარასინის განცხადებები, როგორიც არ უნდა იყოს, რა შინაარსის შემცველიც არ უნდა იყოს, ანაკლიის პორტთან დაკავშირები თუ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ეს ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე. ვერ გეტყვით, რომ აქ რაიმე სიახლე იყო. ჩვენ ვიცით რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ, ვიცით მისი დამოკიდებულება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. განცხადებებს ვიღებთ, როგორც ამ სახელმწიფოს პოზიციას და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის პროცესები, რაც დაწყებულია, გავრძელდება და ამაზე ვერანაირი განცხადება ვერ იმოქმედებს",- განაცხადა გოგუაძემ.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ამასთან, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო