BTU-ში წიგნის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ (Methodological and Conceptual Basis for Energy Development in Georgia) წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, სექტორში წამყვანი პროფესიონალები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის, წყლის კომპანია GWP, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, მარეგულირებელი კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ენერგო ომბუდსმენი.

წიგნის ავტორები არიან მაია მელიქიძე და დემურ ჩომახიძე.

მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელია. ის მუშაობს განახლებადი ენერგიების კვლევაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. Executive MBA-ის კვალიფიკაცია მიღებული აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით.

დემურ ჩომახიძე ეკონომიკის მეცნიერებებათა დოქტორი, პროფესორი და რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის არის მრჩეველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

მაია მელიქიძისა და დემურ ჩომახიძის მიერ დაწერილი წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში აღწერილი მიღწევები და არსებული გამოწვევები; მეორეში კი - განვითარების ფუნდამენტური პრინციპები;

მიღწევებისა და არსებული გამოწვევების ნაწილში სიღრმისეულად არის მიმოხილული ენერგო ბალანსის დეფიციტი, გაზიფიკაციის და ელექტრიფიკაციის პარამეტრებში ჩამორჩენა, ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხები, განახლებადი ენერგო რესურსების უტილიზაციის დაბალი მაჩვენებლები, გარემოსდაცვითი პრობლემები, ენერგო რეგულირების ტენდენციები;

ხოლო განვითარების ფუნდამენტური პრინციპების ნაწილში მოცემულია ენერგო უსაფრთხოება, ენერგო ბალანსის ოპტიმიზაცია, კონკურენტუნარიანი ენერგო ბაზრის განვითარება. ასევე, წიგნში საუბარია ენერგიის დაზოგვით მექანიზმებზე და საერთაშორისო არსპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაზე.

წიგნი დაიბეჭდა 2019 წლის აპრილში გერმანიაში, LAMBERT-ის აკადემიური გამომცემლობის მიერ. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ასევე, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ბიბლიოთეკებში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა