„ნექსია თიეიმ" Mercedes-Benz Business Week Georgia-ს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყო

საქართველოში, 7-9 ივნისს, პირველად ჩატარდა Mercedes-Benz-ის ბიზნესის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიურ ინტგეგრირებას.

„ნექსია თიემის“ ინფორმაციით, ღონისძიებას 500-მდე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

მათივე ცნობით, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია ნექსია თიეი-მ პროექტის სრული საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყო, ხოლო ღონისძიების ბოლო დღეს, 9 ივნისს, კომპანიის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე პრეზენტაციით წარსდგა დამსწრე აუდიტორიის წინაშე და ღონისძიების სტუმრებს ნექსია თიეი-ს ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი სიახლეები და საერთაშორისო მიღწევები გააცნო, რითაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე აცხადებს, რომ Nexia TA მზად არის, მხარი დაუჭირონ საქართველოში ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭიროს.

„Nexia TA მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. კომპანიის დეკლარირებული პოლიტიკა ბიზნესის პარტნიორობა და მათი განვითარებისთვის ზრუნვაა. მოხარულები ვართ, რომ Mercedes Benz Business Week-ში მონაწილეობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ეს მხარდაჭერა და ვუზრუნველყავით პროექტის სრული საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა“, - განაცხადა დავით ლომიძემ.

„ბენე ჯგუფის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გოგლიძემ აღნიშნა, რომ “Mercedes Benz Business Week“ საქართველოში პირველად ტარდება.

“Mercedes Benz Business Week პირველად ტარდება საქართველოში და ამას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ, რადგან ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აუცილებლად გავა და ჩვენ ისტორიაში დავრჩებით, რომ ეს საქართველოდან დაიწყო. ბევრი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შორის კავშირი დამყარდა. გარდა ამისა, სპიკერებისგან ბევრი საინტერესო ამბები მოვისმინეთ და გამოცდილება გაგვიზიარეს, ასევე მინდა ავღნიშნო ნექსია თიეის აქტიური ჩართულობა პროექტში“, - განაცხადა გოგლიძემ.

შეგახსენებთ, რომ Nexia TA მეხუთე წელია რაც მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალ აუდიტორულ ქსელ - Nexia International-ს წარმოადგენს საქართველოში და უკვე ბევრი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ლოკალური რეიტინგის ლიდერი თუ გამარჯვებული გახდა. Nexia TA ერთადერთი აუდიტორული ფირმაა საქართველოში, რომელიც თავის ქსელში „წლის კომპანიის“ ტიტულს ატარებს, ასევე კომპანია გახდა ერთადერთი აუდიტორული ფირმა საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს #1-მა საბუღალტრო გამოცემამ IAB-იმ დააჯილდოვა, ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა