იოსებ ნანობაშვილი - ზოგჯერ, ბერძნული პრესა ქართველების კრიმინალურ შემთხვევებზე ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს

ზოგჯერ, ბერძნული პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა საქართველომ მიაღწია შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივ მედიასაშუალებებში.

„თვალს ვერ დავხუჭავ. კრიმინალის პრობლემა ნამდვილად არსებობს საბერძნეთში. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ შეთანხმებას. ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, საერთო ამოცანაა, რომ ამ წარმატებული ბრძოლის შედეგებმა არ პოვოს იმ ტიპის გამოხმაურება ბერძულ საზოგადოებაში, რომელიც დააზიანებს დღევანდელ საქართველოს იმიჯს და ჩვენი თანამოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ადგილობრივ მედიასაშუალებებში. ზოგჯერ ადგილობრივი პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს. ორგანიზებულ დანაშაულს არ აქვს ეროვნება. ეს ზოგადი პრობლემაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ გამოწვევის დასამარცხებლად, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საბერძნეთში და ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები“, - აცხადებს ელჩი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე