იუსტიციის საბჭოს ვალდებულება ექნება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ განწესებაზე დასაბუთება გამოაქვეყნოს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ცალსახა ვალდებულება, გამოაქვეყნოს დასაბუთება საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ. ამას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ.

ამჟამად მოქმედი კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ არ ქვეყნდება.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო