ამერიკელმა სამხედროებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელზეც ირანელები ტანკერზე აუფეთქებელი ნაღმის მოხსნით კვალის წაშლას ცდილობენ

აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ომანის ყურეში, ტანკერებზე გუშინ მომხდარ აფეთქებებსა და ხანძარში ბრალი ირანს დასდო. დღეს კი ამერიკელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (სპეცსამსახურების გაერთიანება) სამხედროები ტანკერიდან ხსნიან აუფეთქებელ ნაღმს, ხანძრის გაჩენიდან 8 საათის შემდეგ. იქვე გამოქვეყნებულია უფრო ადრე გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს ტანკერის გვერდზე მიმაგრებული ნაღმი. ამერიკელები აცხადებენ, რომ ირანი ამით კვალის წაშლას ცდილობდა. ამ ცნობას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ირანი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს. დღეს გაერო-ში ირანის მისიის განცხადება გავრცელდა, სადაც ირანი ამ ბრალდებებს გმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტანკერზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს