ლევან დავითაშვილი - ბორდოს რეგიონთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია

ბორდოს რეგიონთან თანამშრომლობა ძალიან პრიორიტეტულია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს VINITECH-ის ინოვაციური ტურის ფარგლებში გამართული კონფერენციის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საფრანგეთის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები სტუმრობენ.

„მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის წარმოების უძველესი კერაა, შესაბამისად, ის ძალიან საინტერესოა ბევრი მკვლევარისა და მეცნიერისთვის. მათ შორის ბორდოს რეგიონი პირველად აწყობს გასვლით ტურს და სიმბოლურია, რომ ეს ტური ეწყობა საქართველოში. მათთვის საინტერესოა ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ინოვაციების ჩამოტანა. ბორდო თანამედროვე მეღვინეობის ცენტრია, ლიდერია მეღვინეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით, ამდენად მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის , 12-16 ივნისს საქართველოს საფრანგეთის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები სტუმრობენ. VINITECH-ის ინოვაციური ტური სამ ეტაპს მოიცავს, კერძოდ მევენახეობისა და მეღვინეობის კომპანიების მონახულებას. კომპანიებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გამოფენაში winexpo Georgia 2019, დღეს კი კონფერენცია გაიმართა ექსპერტების მონაწილეობით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა