ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას განცხადებაზე - ჭორაობაში ვერავის ავყვები, ამ ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და გვარები თვითონვე დაასახელოს

ჭორაობაში ვერავის ავყვები. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა.

ოხანაშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება და იმედი აქვს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

"ეს საკითხი არის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანი, ამიტომ ამ ადამიანმაც უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და თვითონვე დაასახელოს. ჭორაობაში ვერავის ავყვები. სამართალდამცავმა ორგანოებმაუნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს, როცა ასეთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, უნდა იყოს გამოძიებული და გაეცეს კითხვებს პასუხი. გამოძიება გრძელდება. რა დროში, რა შედეგს დადებენ, ეს არის კონკრეტული ორგანოს კომპეტენცია. იმედი მაქვს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა , იცავდა, თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებონენ.

ჭორაობაში ვერავის ავყვები, ამ ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო