იუსტიციის სკოლაში მისაღებ კონკურსს, იუსტიციის საბჭოს ნაცვლად, უშუალოდ იუსტიციის სკოლა ჩაატარებს

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი იცვლება და იზრდება მისი ფუნქციები.

ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, დამოუკიდებელი საბჭო 6 წევრისგან შედგება. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა რაოდენობა 7-მდე იზრდება. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით მოსამართლეთა კონფერენცია, კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან 2 წევრს (1 მოსამართლე და 1 არამოსამართლე წევრი), მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით, დამოუკიდებელი საბჭოს წევრად ირჩევს.

დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები არიან იკავებენ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებაში, 4 წლის ვადით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

ამასთან, იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფუნქციები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჩაატარებს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მიიღებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა