ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაა 2 მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.

„მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ ამ პროექტს. ასევე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს არის 26 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში ეს გზა პრაქტიკულად არ არსებობდა და მისი აღდგენა ძალიან სასიხარულოა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.

რაჭაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 13 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხით ფინანსდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია, ასევე - მდინარეებზე დამცავი კედლების მშენებლობა, მინი-სტადიონების მოწყობა და სხვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 22 პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებში 98 კმ გზის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი განხორციელდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.

სხვადასხვა პროფილის პროექტებზე მუშაობს რაჭაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, მათ შორისაა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რებილიტაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო