გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა და დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიგი წერეთელმა განუცხადა, მას შეხვედრები ასევე ჰქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებთანაც დავით გარეჯის საკითხზე ფართოდ ისაუბრა.

გიგი წერეთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხვედრების მიზანი და თემა სულ სხვა იყო, მხარეები ამ საკითხზე საუბარს ვერ გაექცეოდნენ. ამასთან, წერეთლის თქმით, აზებაიჯანის სურვილია, აღნიშნული საკითხი მშვიდობიანი გზით, მშვიდ გარემოში გადაწყდეს.

„საუბარი მქონდა დავით გარეჯის საკითხზე, მეტ-ნაკლებად საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან უფრო მეტად შევეხეთ ამ საკითხს. დეტალიზაცია ჩვენი შეხვედრების დროს არ ყოფილა რა და როგორ წარიმართოს, თუმცა საერთო პოზიცია არის ის, რომ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის, ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს, ეს თემა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, მშვიდ გარემოში, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, რაც ავნებს საქმეს. ეს არ არის ახალი თემა, თუმცა ახლებულად წამოიწია წინ და გაჩნდა ტალღა, რომელიც შესაძლებელია საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული ჩვენს ურთიერთობებში. ეს საფრთხეები არსებობს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობენ, რათა შემუშავდეს გარკვეული მოდელები, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა.

„მე არ მიგვრძნია იქ რაიმე დაძაბულობის სურვილი. ასევე არ გვქონია საუბარი იმაზე რატომ დაიძაბა ეს საკითხი და რატომ გახდა ასე აქტუალური“, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა