2018 წლის 1-ელი მაისიდან 2019 წლის 24 მაისამდე ზუგდიდში 918 პირი ჩაეწერა

2018 წლის 1-ელი მაისიდან 2019 წლის 24 მაისამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 918 სრულწლოვანი პირი ჩაეწერა, საიდანაც 313 ადამიანი სხვა მუნიციპალიტეტიდან გადაეწერა, ხოლო 605 - ზუგდიდში რეგისტრირებული სხვა მისამართიდან.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ იუსტიციის სამინისტროდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დახმარებით გამოითხოვა.

ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი მოქალაქე - 72 პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აპრილში ჩაეწერა.

„საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა რეგისტრაციის ადგილის განაცხადის წარდგენის მომენტში წარმოადგენდა სხვა მუნიციპალიტეტი და 2018 წლის 1-ელი მაისიდან 2019 წლის 24 მაისამდე პერიოდში მოხდა მათი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია შემდეგია: 2018 წლის მაისი - 13; 2018 წლის ივნისი - 12; 2018 წლის ივლისი - 15; 2018 წლის აგვისტო - 7; 2018 წლის სექტემბერი - 15; 2018 წლის ოქტომბერი - 21, 2018 წლის ნოემბერი- 32; 2018 წლის დეკემბერი - 25. ხოლო 2019 წლის იანვარი - 11; 2019 წლის თებერვალი - 25; 2019 წლის მარტი - 21; 2019 წლის აპრილი - 72; 2019 წლის 24 მაისამდე - 44“, - აღნიშნულია გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ მიღებულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდიდ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მისამართებიდან, ასევე ზუგდიდში რეგისტრირებულ სხვა მისამართებზე ჯამში, 605 პირი გადაეწერა.

„საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა რეგისტრაციის ადგილის განაცხადის წარდგენის მომენტში წარმოადგენდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და 2018 წლის 1-ელი მაისიდან 2019 წლის 24 მაისამდე პერიოდში მოხდა იმავე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია შემდეგია: 2018 წლის მაისი - 32; 2018 წლის ივნისი - 44; 2018 წლის ივლისი - 39; 2018 წლის აგვისტო - 26; 2018 წლის სექტემბერი - 51; 2018 წლის ოქტომბერი - 41; 2018 წლის ნოემბერი- 50, 2018 წლის დეკემბერი - 40. ხოლო 2019 წლის იანვარი - 35; 2019 წლის თებერვალი - 57; 2019 წლის მარტი - 52; 2019 წლის აპრილი - 77; 2019 წლის 24 მაისამდე - 61“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „ინტერპრესნიუსმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 24 მაისს მიმართა. ამასთან, იგივე შინაარსის წერილი უწყებაში იმავე დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სააგენტოს თხოვნით გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის პასუხი ჯერ არ მიუღია. უწყებიდან არც ის უცნობებიათ, რატომ ეთქვა სააგენტოს საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარი. საჯარო ინფორმაციის მიღების 10-დღიანი ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს