საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა გამწვანების აქცია გამართეს

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ნეკერჩხალი დარგეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების განცხადებით, ეს მათთვის სოციალური პასუხისმგებლობაა და მსგავს პროექტებში მომავალშიც აუცილებლად ჩაერთვებიან. გამწვანების აქციაში მონაწილეობდა ლევან სურგულაძე. მან ერთგვარი პარალელი გაავლო აქციასა და დაგროვებით საპენსიო სქემას შორის და აღნიშნა, რომ როგორც ხის დარგვა, ისე დაგროვება არის ინვესტიცია მომავალში. ,,ეს ნამდვილად არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ასე განვიხილავთ. ეს ხეები გაიზრდება, აქ მოვლენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და გაუხარდებათ რომ დახვდებათ ჩვენი შრომის ნაყოფი - გაზრდილი ხე. ეს სიმბოლურია ასევე იმითაც, რომ ჩვენი სააგენტო საქართველოში დაგროვებით საპენსიო რეფორმას ახორციელებს. დაგროვებითი საპენსიო დანაზოგებიც მომავალში ნამდვილად ინვესტიციაა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

გამწვანების აქციაში საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების შვილებიც მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა