საქსტატის ინფორმაციით, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა

მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა და 2114.7 ათასი შეადგინა,- ამის შესახებ საქსტატის 2018 წლის კულტურის სტატისტიკის მაჩვენებლებს ანგარიშშია აღნიშნული.

საქსტატის მონაცემებით, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 8527 დამთვალიერებელი მოდიოდა. იმავე პერიოდში 7.1%-ით გაიზარდა მუზეუმებში ექსკურსიების, ხოლო 6.5%-ით გაიზარდა გამოფენათა რაოდენობა და 1146 ერთეული შეადგინა.

ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 49 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. აქედან, 38 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიის და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 2 ერთეული წარმოადგენდა ოპერისა და ბალეტის თეატრს.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 248 მუზეუმი, საიდანაც 98 ერთეული (39.5%) წარმოადგენდა მემორიალურს, 71 ერთეული (28.6%) იყო ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), ხოლო 2 მათგანი-ლიტერატურული.

2018 წელს საქართველოში ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 4 764 ერთეულით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სპექტაკლების 60.2% მოდიოდა ქ. თბილისზე.

2018 წელს მოქმედი მუზეუმების 23.4% (58 ერთეული) ქ. თბილისშია განთავსებული, 14.9% (37 ერთეული) იმერეთის რეგიონში, 13.7% (34 ერთეული) კახეთში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების განაწილებას რეგიონების მიხედვით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს