ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე - ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც ჩაიფარცხება ან თვალს დავხუჭავ

უკანონო ჩანაწერების გავრცელება პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემ მიმართ სწორედ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ჩემი გაჩერება. როდესაც მე მითხრეს, მირჩიეს, რომ გაჩერდი, ან გაჩუმდი, მე ვუთხარი, რომ არასოდეს ვჩუმდები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე განუცხადა.

“ეს არ არის ისეთი საქმე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩაიფარცხება ან თვალს დავხუჭავ. თვალის დახუჭვა რომ მინდოდეს, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მაგრამ რადგან დაისვა კითხვა, რა ხდება გამოძიებასთან დაკავშირებით, მე არ ვემალები კითხვებს და პირიქით, ვთქვი, რომ გარკვეული ვადა ამოწურულია უკვე იმისთვის, რომ პასუხები გაგვეგო. შს მინისტრმა გვითხრა, რომ ჩვენ მალე გვეცოდინება ამ ადამიანის გვარი თუ გვარები, გავიდა კიდევ 1 თვე, მე კიდევ ვსვამ კითხვას, ვიცით, ეს გვარები თუ არა, აქ არაფერი დასამალი არ არის, გვითხრან, თუ იციან. მე ოფიციალურადაც ვაყენებ ამ საკითხს და პირადადაც მზად ვარ, მოვისმინო თუ ამისთვის დახურული შეხვედრაა საჭირო. არ მაქვს განცდა, რომ ობიექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება. იმ დროს, როდესაც მე საქმის მასალებს ვეცნობოდი, აბსოლუტურად არ იყო კვალი მისული დანაშაულის პირველ წყაროსთან. იყო საუბარი რამდენიმე ადამიანთან, ვინც ავრცელებდა ერთმანეთში უკანონო ჩანაწერს. ამიტომ, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელზეც შეიძლება თვალი დავხუჭო. მე მგონია, რომ ეს ქმედება პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემ მიმართ სწორედ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ჩემი გაჩერება. როდესაც მე მითხრეს, მირჩიეს, რომ გაჩერდი, ან გაჩუმდი, მე ვუთხარი, რომ არასოდეს ვჩუმდები“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე: იყო თუ არა აღნიშნული საუბარი ხელისუფლების მხრიდან, ეკა ბესელია ამას ადასტურებს.

„კი, 20 ივნისის შემდეგ ამ თემებზე ვილაპარაკებ“, - აღნიშნა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს