ეკა ბესელია - პარტიის  ყრილობის შემდეგ ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს

ყრილობის შემდეგ ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, პროკურატურის და შს სამინისტროს მხრიდან მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს საკუთარი განცხადების განმარტებისას განუცხადა, რომელშიც მან თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა.

ბესელია ამ ეტაპზე არ აპირებს დაასახელოს კონკრეტული გვარები, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ელოდება საბოლოო შედეგებს შესაბამისი უწყებებისგან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან დაცულები, რომ მათი კონსტიტუციური უფლება, პირადი სივრცე არის დაცული. მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ადამიანი, რომელიც არათუ არ ექვემდებარება არანაირ ზეწოლას, არამედ ყოველთვის მომიძებნია საკუთარ თავში ძალა და სხვისთვის მიმიცია მაგალითი, ასეთ დროს როგორ უნდა იბრძოლო. ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა, როგორც პრეცედენტი, მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რომლის დროსაც მოხდა ადამიანების შანტაჟი ასეთი უკანონო ჩანაწერებით. ამ საქმეზე ველოდები ამ დრომდე იმ დაპირების შესრულებას, რომელიც მოვისმინე პლენარულ სხდომაზე შს მინისტრისგან, როცა მან თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო, თუმცა არ მაქვს ჯერ ეს პასუხი. არც იმის განცდა მაქვს, რომ შესაძლებელია ეს ადამიანები დადგენილი იყოს რეალურად, რადგან მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როცა მსგავსი რამ მოხდა ჩემი დადუმებისთვის, თუ ეს ასე არ არის დამიმტკიცონ სხვა რამე“,- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, დროა, რომ ძალოვანმა უწყებებმა კონკრეტული შედეგები დადონ გამოძიების კუთხით.

„20 ივნისს ჩვენ პარტიის დაფუძნების ყრილობა გვაქვს და არ მინდა ყრილობამდე ამ თემებზე მეტი დეტალის თქმა. ყრილობის შემდეგ ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, პროკურატურის და შს სამინისტროს მხრიდან მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია. ეს დრო საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვა, თუ ამას ვერ იძიებენ ძალოვანი უწყებები ან ვერ ადგენენ დამნაშავეებს, ეს ან სისუსტის მაჩვენებელია ან იმის, რომ ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა“,- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა