სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა საპენსიო ფონდი დატოვეს

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა, თანაგუნდელების მსგავსად საპენსიო ფონდი დატოვეს.

მათ აღნიშნეს, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლების მიერ შექმნილ სქემას. რატიანმა დაგროვებით საპენსიო სისტემას „საპენსიო ხაფანგი" უწოდა.

„ეს არის საპენსიო ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რომლის სავიზიტო ბარათიც არის კორუფცია და ფლანგვა, რომლებმაც უკან წაიყვანეს ეკონომიკა და ახლა უნდათ, ჩვენი ჯიბიდან ამოიღონ თანხები და იმით კვებონ თავიანთი ჩინოვნიკები“, - განაცხადა რატიანმა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი, პროექტი ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას არ აძლევს.

"ვთვლით, რომ პირველ რიგში, ეს პროექტი ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას არ აძლევს, ეს არის ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ხალხზე, რომ მაინცდამაინც, მათ დაექვითოთ 2%. ეს არის ადამიანებისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ხელის შეშლა, რომ ახალგაზრდები აიყვანონ სამსახურში. შესაბამისად, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მახინჯი გამოცდილება, რომელიც ადრე თუ გვიან გაუქმდება," - აღნიშნა ნადირაშვილმა.

თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც, რომელმაც დაგროვებითი სისტემა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. მან საპენსიო ფონდის წინააღმდეგ არგუმენტები ჩამოთვალა.

"პირველი, ეს სქემა საგადასახადო წნეხს ზრდის, ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამცირებს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს. მეორეა, რომ ხალხს არ აქვს არჩევანი, სად შეინახავენ ამ ფულს, სად დააბანდებენ. მესამე, რა თქმა უნდა, არანაირი რწმენა არ არსებობს, რომ ამ მთავრობის ან თუნდაც, უკეთესი მთავრობის პირობებშიც კი ამ ფულის განფლანგვის ძალიან მაღალი რისკები არ არის, როცა ეს ყველაფერი მთავრობის მიერ შექმნილი ბიუროკრატიული სტრუქტურის ხელშია. ჩვენ გვახსოვს ანაბრები და კიდევ ბევრი ისტორია, მაგრამ პირველი მიზეზი მაინც მთავარია. მოქალაქეთა მესამედმა, რომლებსაც სქემის დატოვება შეეძლოთ, უკვე დატოვეს ის, 40 წლამდე მოქალაქეებს კი საერთოდ, არჩევანი არ აქვთ. ამით, სხვათა შორის, ურტყამენ ახალგაზრდების დასაქმებასაც. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიას, რომ სხვებმაც დატოვონ საპენსიო ფონდი,"- აღნიშნა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა