ქეთევან ციხელაშვილმა დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროგრამის განხორციელების გზებზე დეტალურად პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ის გამოწვევები, რასთან გამკლავებაც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიიღო მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ სირთულეებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რომლითაც საქართველო რუსულ ოკუპაციას პასუხობს და ჯონათან ჯანოგლის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

მათივე ცნობით, სამშვიდობო ინიციატივა იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მომდევნო შეხვედრაზეც, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დამატებით დირექტორთან, რუპერტ აინლისთან გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანულ მხარეს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ქეთევან ციხელაშვილი Chatham House-ის კონფერენციის „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი: შენარჩუნება და მოდერნიზაცია“ გახსნასაც დაესწრო, რომელზეც ყოველწლიურად იწვევენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი გავლენიანი საექსპერტო წრეების წამომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. მათ შორის Centre for European Reform-ის საგარეო პოლიტიკის დირექტორს იან ბონდის, Foreign Policy Centr-ის უფროს მრჩეველს ქრეიგ ოლიფანტის, Henry Jackson Society-ს რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორს ენდრიუ ფოქსელის და ა.შ. საუბრის თემა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები და ის ნაბიჯები იყო, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

„ბრიტანეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია. მასპინძლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სურვერენიტერის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ახლახანს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის მადლობა გადავუხადე. ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს და კონფლიქტის მოგვარებაში ფაქტობრივად 25 წელია ჩართულია. მასპინძლებმა დაადასტურეს მყარი მზაობა თანამშრომლობის გაგარძელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკს, ჩვენი მიდგომებისა და ახალი ინიციატივების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშორმობის კონკრეტულ მიმართულებებზე და დაისახა გეგმები,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეხვედრებს მინისტრთან ერთად დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ესწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს