საპენსიო სააგენტო - „ევროპული საქართველოს“ წევრების საპენსიო სქემიდან გასვლაზე - როგორც ჩანს, პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ

როგორც ჩანს, პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ!, - ასე ეხმაურება საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა კოტრიკაძე, „ევროპული საქართველოს“ წევრების საპენსიო სქემიდან გასვლას და მხარდამჭრებისთვის მოწოდებას, რომ არ დარჩნენ სქემაში.

„საპენსიო სააგენტო მუშაობს შეუფერხებლად, უკვე გაწევრიანებულია 809 ათსი ადამიანი და გავიდა მხოლოდ 10-11 პროცენტი. ყველა მოქალაქე, ვინც სქემაში გაწევრიანდა, გამსჭვალულია იმედით და ოპტიმიზმით, რომ მათ ექნებათ უზუნველი საპენსიო ასაკი და სოლიდური პენსია. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გვინდა თუ არა კეთილდღეობა საპენსიო ასაკში! როგორც ჩანს, პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ! თუ ჩვენ გვსურს ევროპული საქართველო ავაშენოთ, ზღვარი საპენსიო რეფორმაზე გადის. საპენსიო რეფორმა არის ბოლო დროს განვითარებულ რეფორმებს შორის უმსხვილესი. საერთოდ გაუგებარია ბატონი გიგას განმეორებითი ვიზიტი, რადგან მან ერთხელ უკვე დატოვა სქემა. გაგვიჩნდა განცდა, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები სქემაში დასაბრუნებლად მოვიდნენ,“ -განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა, თანაგუნდელების მსგავსად საპენსიო ფონდი დატოვეს. თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც, რომელმაც დაგროვებითი სისტემა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო