სტუ-ის პროფესორებმა გიორგი გაგოშიძემ და გიგა ქვარცხავამ  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი გაგოშიძეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსი) სტატუსი მიენიჭა, აკადემიის სტიპენდიანტი კი სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი, ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიგა ქვარცხავა გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და სტიპენდიანტების გამოვლენა აკადემიის საერთო კრებაზე, ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესაბამისად, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, აკადემიის ნამდვილი წევრისა და სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი სამეცნიერო განყოფილების მიხედვით ჩატარდა. სტუ-ის პროფესორმა გიორგი გაგოშიძემ აკადემიის ნამდვილი წევრის სტატუსი სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში, ხოლო სტუ-ის პროფესორმა გიგა ქვარცხავამ აკადემიის სტიპენდიანტის სტატუსი აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებაში დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა