მექსიკას სამხრეთიდან ლტოლვილების ნაკადი მიაწყდა

ლტოლვილებმა ცენტრალური ამერიკიდან, რომლებსაც აშშ-ში მოხვედრა სურთ, მექსიკის სამხრეთ საზღვარზე ფაქტობრივად, იერიში მიიტანეს. ლტოლვილების გააქტიურება იმ გარემოებას უკავშირდება, რომ რამდენიმე დღეში ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, მექსიკა საზღვარს ჩაკეტავს.

როგორც „როიტერსი“ წერს, ლტოლვილები ცდილობენ საზღვარი გადალახონ ნებისმიერი საშუალებით, როგორც ტყეების გავლით, ასევე ტივებით მდინარეზე. ამ სახიფათო ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერების გადალახვას არ ერიდებიან არც ისეთი ოჯახები, რომელთა წევრებიც მცირეწლოვანი ბავშვები და ფეხმძიმე ქალები არიან.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრარდის განცხადების თანახმად, ეროვნული გვარდიის 6 ათასი სამხედრო მოსამსახურის საზღვარზე განლაგების პროცესი გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა „როიტერმა“ სამხედროების მოძრაობა ქვეყნის სამხრეთში ვერ დააფიქსირა.

მექსიკის ხელისუფლება პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს გეგმის შესრულების მიზნით როგორც აშშ-სთან, ასევე მის სამხრეთით მდებარე ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან.

მექსიკის სამხრეთ საზღვარს ცენტრალური ამერიკიდან მიმავალი მიგრანტები მიაწყდნენ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა