შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 6 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმისათვის, რომ შპს "ზიქსიფეიმ" მოახდინოს კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების დროული დაზუსტება და შეუფერხებელი გასტუმრება, ყველა კრედიტორმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების შემთხვევაში: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი, ბიომეტრიული პასპორტი) და 2. შპს "ზიქსიფეის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: 1. ამონაწერი სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და 3. შპს "ზიქსიფეის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

„ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს