გია ვოლსკი - თუ ეკა ბესელიას გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს  საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს რეაგირება

თუ თავად ეკა ბესელიას ან ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს მათზე რეაგირება, თუ შეამჩნევს, რომ რეაგირება აგვიანებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიას იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ბესელიამ პირადი ცხოვრების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქმეები საკმაოდ რთული გამოსაძიებელია.

"საქმის გამოძიება რთული პროცესია. ეს არის კიბერდანაშაული, რომლის გამოძიებასაც საკმაოდ მძლავრი ტექნიკით აღჭურვილი ქვეყნები ვერ ახდენენ სწრაფად, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, სად არის მორალური სიმწიფე ჩვენი ქართული საზოგადოების და რა მოთხოვნებია ჩვენს წინაშე. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, თუკი თავად ეკა ბესელიას ან ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაზე გააჩნია ასეთი ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანიებს და შემდეგ მოითხოვოს მათზე რეაგირება, თუ შეამჩნევს რომ რეაგირება აგვიანებს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო