ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელი - ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით „თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს

„სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით, რომ ლგბტ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელმა გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პრესკონფერენციზე ის განცხადებას ტრანსგენდერი თემის წევრების სახელით აკეთებს.

„ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღონ ზომები ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ როგორც მინიმუმ მშვიდ გარემოში არსებობა." - განაცხადა რომანოვამ.

მისივე თქმით, პრაიდის დაანონსების შემდეგ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და ეს გადაწყვეტილება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.

„2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ მივიჩნიეთ, რომ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.

პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, LGBTQ აქტივისტებთან ერთად, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართული უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა , სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და მთელი ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის მიეღო.

ასევე, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თემის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ პრაიდს და იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას მტრულად არ მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ" - განაცხადა რომანოვამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა