გია ვოლსკი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე -  არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე  არ იგეგმება

არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, მომავალში თუ იქნება ამის თაობაზე ყველას გვეცოდინება წინასწარ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„თვეში ერთხელ, თუ უფრო ხშირად არა, საკადრო გადანაცვლებების შესახებ ინფორმაციას ვისმენ. რაღაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გადანაცვლებები ხდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია და შემდეგ უკვე მიდის კამათი იმაზე, ვინ გააკეთა სწორი პროგნოზი და ვის შეეშალა, თუმცა შეშლა ნაკლებად ახსოვთ და „ხომ ვამბობდი“, ასეთი ნიშნისმოგებით განცხადება ბევრს ახსოვს. არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, მომავლში თუ იქნება, ამის თაობაზე ყველას გვეცოდინება წინასწარ",- განაცხადა ვოლსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა