ჰუსიტებმა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში საუდის არაბეთის აეროპორტზე იერიში უკვე მეორედ მიიტანეს

ამბოხებულმა ჰუსიტებმა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში საუდის არაბეთის აეროპორტზე იერიში უკვე მეორედ მიიტანეს.

ჰუსიტების მიერ გაშვებული ხუთი სამხედრო დრონის სამიზნე ამჯერადაც აბჰას საერთაშორისო აეროპორტი და მიმდებარე ქალაქი ხამის მუშაიტი იყო.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა დრონების ჩამოგდება იქამდე მოახერხეს, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროპორტიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამბოხებულმა ჰუსიტებმა იმავე ლოკაციაზე იერიში ორი დღის წინაც განახორციელეს, შედეგად 26 ადამიანი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა