ირაკლი სესიაშვილი - გრიგორი კარასინს კრემლის ნარატივი აქვს - რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

გრიგორი კარასინმა რომ არაფერი თქვას, ჩვენ ყველა საკითხში კრემლის ნარატივი ვიცით, ეხება ეს ნატო-ს თუ საერთაშორისო პროექტებს, მაგრამ ჩვენი გზა არ შეიცვლება და რუსეთს მოუწევს შეეგუოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილი იხსენებს, რომ რუსეთის ინტერესებში არც წლების წინ დაწყებული ნავთობსადენისა და აბრეშუმის გზის პროექტები შედიოდა, მაგრამ ეს პროექტები განხორციელდა და “ანალოგიურად გაკეთდება ანაკლიის პორტის პროექტიც“.

“კარასინს კრემლის ნარატივი აქვს. მას ახალი არაფერი უთქვამს და უახლოეს მომავალში არც ველოდებით, რომ რუსული ნარატივი ნატო-სა და საქართველოს მიმართ შეიცვლება. რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური უსაფრთხო, რაც რუსეთის ინტერესშივე შედის. ნატო-ს გაფართოების ბოლო ნაკადიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საუკეთესო გზა. ამიტომ რუსეთი ამას უნდა შეეგოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა