სასაზღვრო პოლიციას კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

„თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღჭურვილობის გადმოცემის აქტს ხელი მოაწერეს.

აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის მართვის შესაძლებლობებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო სექტორები ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა