სალომე სამადაშვილი - კარასინის განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით - სწორედ რუსეთი ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის განხორციელებას

გრიგორი კარასინის განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით - სწორედ რუსეთი ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის განხორციელებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ამ შემთხვევაში საგანგანაშო არა კარასინის განცხადება, არამედ საქართველოს ხელისუფლების გზავნილებია.

“დიახ, კარასინი და რუსეთი დიდი ხანია ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას, ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის ხელის შეშლას, მაგრამ საგანგაშო არის გზავნილები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის ზურაბ აბაშიძისგან გვესმის. რა პასუხი გასცა აბაშიძემ კარასინის მუქარას?! საკუთარი განცხადებით ზურაბ აბაშიძემ შეგვახსენა, რომ რუსეთი არის თურმე ძალიან ძლევამოსილი სახელმწიფო. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ებრძვის. იმისათვის, რომ ამაში ხელი შევუშალოთ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პოლიტიკა, მათ შორის მაგალითად, მსგავსი გზავნილების შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს შეხვედრები, რომლითაც სარგებლობს მხოლოდ რუსეთი და გაურკვეველია საქართველო რას იღებს შედეგად. უნდა შეიცვალოს დათბობისა და დაყვავების პოლიტიკა რუსეთთან, რადგან ამ პოლიტიკას არანაირი შედეგი არ მოაქვს. უნდა შეწყდეს ფუჭი საუბარი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე და ამის ნაცვლად, ხელისუფლება იმ პოლიტიკის გატარებაზე გადავიდეს, რომელიც რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, რაც არის ჩვენი ქვეყნის დაცულობის და განვითარების ერთადერთი გარანტია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა