დუგლაძეების ღვინის კომპანიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

რიგით მე-11, წლევანდელ Georgia International Wine Award-ის კონკურსზე ჩვენმა ტიბაანი 2017-მა ოქროს მედალი და უმაღლესი ჯილდო (Trophy medal) აიღო - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ზაალ დუგლაძემ.

კონკურსი 11-12 ივნისს ექსპოჯორჯიაში ტარდებოდა, სადაც ჟიურის უმრავლესობა მოწვეული, უცხოელი ღვინის სპეციალისტები იყვნენ, მთავარი ჟიური კი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ბატონი ტიმ ეტკინი იყო. კონკურსში 81 კომპანიის 307 ღვინო იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ტიბაანის დაგემოვნება დღეს და ხვალ, ექსპოჯორჯიაში ჩვენს სტენდთან შეგიძლიათ.

ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ ჩვენი შემდეგი ღვინოები: ოცხანური საფერე, ყვარელი და საფერავი მუსკატი.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა