ირაკლი სესიაშვილი - ნუ შეეცდებიან ჩვენი ოპონენტები აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დაკნინებას

ნუ შეეცდებიან ჩვენი ოპონენტები პოლიტიკური სპეკულაციების ფარგლებში აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დაკნინებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასა და მოთხოვნას მისი გაუქმების შესახებ.

დეპუტატის აზრით, საქართველო ყველა ფორმატიდან გარკვეულ სარგებელს იღებს.

“ამაზე ზურაბ აბაშიძე ხშირად საუბრობს, მათ შორის პარლამენტის შენობაშიც. ამ ფორმატებს გარკვეული პრაქტიკული შედეგები აქვს - იგივე ჰუმანიტარული, სავაჭრო და სხვა ურთიერთობების თვალსაზრისით. სადაც შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ, ის უნდა გამოვიყენოთ. ეს არის მარტივი პოლიტიკური ამოცანა. ამას ხედავენ და ამ მიმართულებით მხარს გვიჭერენ ჩვენი მთავარი პარტნიორები აშშ-ი და ევროკავშირი“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო