რომან გოცირიძე - გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ფარული ჩანაწერების საქმე იქნება გამოძიებული, ეკა ბესელიას ეჭვები დადასტურდეს

არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ფარული ჩანაწერების საქმე გამოძიებული იქნება, ეკა ბესელიას ეჭვები დადასტურდეს, ვინაიდან მაინც რაღაცები ჟონავს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი განცხადებით, ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება, რომელმაც თითი დაუქნია ადამიანებს, თუ ოპოზიციაში წასვლას ან რაიმე ურჩობას გაბედავენ.

„როდესაც წლების განმავლობაში არ იძიებენ საქმეს, კეთდება ძალიან მარტივი დასკვნა, რომ ეს გაკეთებულია ხელისუფლების მიერ. 2 წელი გავიდა, რაც აფგან მუხთარლი გაიტაცეს. ვიცით ვინ და რატომ გაიტაცა? ვერასდროს ვერ გავიგებთ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ვინაიდან ეს ამ ხელისუფლების გაკეთებულია. ამ 7 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ფარული ჩანაწერების ავტორები ან გამავრცელებლები გამჟღავნებულიყო. „ქართული ოცნების“ უამრავი მინისტრის წინააღმდეგ იყო გავრცელებული კომპრომატები. ბუნებრივია, რომ ეს თავად ხელისუფლებისა და იმ ადამიანების გაკეთებული იყო, ვისაც პოლიტიკურად აწყობდა. ამ შემთხვევაშიც არ მოხდება გამოძიება, თუმცა როგორც ქალბატონი ეკა ამბობს, რაღაც ეჭვები აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ეს საქმე გამოძიებული იქნება, ეს ეჭვები დადასტურდეს, ვინაიდან მაინც რაღაცები ჟონავს. ხელისუფლება ყოველთვის იცვლება და ხალხი იმის რეზერვებს იტოვებს, რომ ან ციხეში არ მოხვდეს, ან მერე რაღაცით თავი იმართლოს. ფარული კადრები გავრცელებულია ხელისუფლების მიერ. ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება, რომელმაც თითი დაუქნია ადამიანებს, თუ ოპოზიციაში წასვლას ან რაიმე ურჩობას გაბედავენ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არასდროს გამოიძიებს იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელსაც თავად სჩადის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა, იცავდა თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს