16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის. შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად კი უკვე ყველაფერი მზადაა.

„ბლექ სი არენა“ აქვეყნებს ღონისძიების რუკას, რომელზეც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რამაც შესაძლოა, დაგაინტერესოთ. მათ შორისაა სიახლე, რომელსაც საზოგადოებას წელს სთავაზობენ.

„არენის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სცენა, სადაც საღამოს ექვსი საათიდან, მას შემდეგ, რაც ტერიტორიის კარი გაიღება, უშუალოდ კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას საინტერესო მუსიკალური ნაწილი ელოდება.

„ბლექ აიდ ფისამდე“ დიდ სცენაზე Endorphins წარდგება, ასევე მოისმენთ Cosmic Love Rotaton-საც. თავად „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი კი ცხრა საათისთვის დაიწყება.

გარე ტერიტორიაზე შეგხვდებათ სპციალურად მოწყობილი ნაწილი ბავშვებისათვის, ე.წ. საბავშვო ზონა, რომელსაც კომპანია „ჩერო“ წარმოგიდგენთ. მის გვერდით კი კომპანია „ლიდერფუდი“ დაგხვდებათ, საკუთარი ხორცპროდუქტებით და სპეციალურად „ბლექ სი არენისთვის“ შექმნილი მენიუთი, ასე რომ, კონცერტის დაწყებამდე გემრიელად წახემსებას შეძლებთ.

ამ ყოველივეს შემდეგ, ან თუ გნებავთ, მანამდეც, Photo Bus-ს შეგიძლიათ მიაკითხოთ, სადაც თქვენი საუეკთესო განწყობის ფოტოზე გადატანას შეძლებთ.

თუკი „ბლექ აიდ ფისის“ მოსმენამდე ალკოჰოლური სასმლის დაგემოვნება მოგესურვებათ, პრობლემას არც ეს წარმოადგენს, „მარტინის“ მიერ შექმნილ კუთხეში სხვადასხვა სასმელს შემოგთავაზებენ. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ბანკომატი.

ღონისძიების ბილეთები:TKT.GE - https://tkt.ge/BlackEyedPeas ; Eventer.ge - https://eventer.ge/bep ; Biletebi.ge - https://biletebi.ge/black-sea-arena “ , - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა