ნინო ლომჯარია - მივმართავ ეკა ბესელიას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის

თუკი დაზარალებული ისურვებს ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, სახალხო დამცველი გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჭიანურდება პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველს გამოძიების მასალებზე წვდომა არ აქვს.

“ქალბატონ ეკა ბესელიას მინდა დღესაც გამოვუცხადო მხარდაჭერა და სოლიდარობა, მასაც და ნებისმიერ ადამიანს, ვის მიმართაც გავრცელდა ძალიან ბინძური ფორმებით პირადი ცხოვრების მასალები. თუმცა, დღემდე არ გვინახავს ამ ქვეყანაში არც ერთ საქმეზე, რომ დამდგარიყო ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების გამო. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი საფუძველი, დროულად მოახდინონ რეაგირება. ასევე მივმართავ ქალბატონ ეკას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის. შეუძლია მან მოგვმართოს, მოგვაწოდოს ინფორმაცია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოვახდინოთ ზეწოლა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებზე. თუკი დაზარალებული ისურვებს ამ შემთხვევაში ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, სახალხო დამცველი გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს",- განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა