ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის სიტუაციური ვარჯიშები საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საინჟინრო მესანგრეთა ოცეულმა ოპერაციის რაიონში სამანევრო ქვედანაყოფის მხარდაჭერისა და მოწინააღმდეგის შეტევის შეზღუდვის ოპერაციები განახორციელა. ბრიგადის გენერლის ალექსანდრე კიკნაძის შეფასებით, წვრთნებმა წარმატებით ჩაიარა და ქვედანაყოფებმა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის დონე გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ურთიერთქმედებით გზის მონაკვეთზე ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გამოყენებით მოწინააღმდეგის მანევრის შეზღუდვა, საინჟინრო და ქვეითი ქვედანაყოფების ერთმანეთთან სინქრონიზაცია იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო