სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები თავისუფლად, მიუხედავად იმისა, ეს შეხედულებები არის შოკისმომგვრელი თუ მიუღებელი რომელიმე სხვა მოქალაქეების ჯგუფისთვის.

„ჩემი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, უზურნველყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სახელმწიფოს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.

ამასთან, საპატრიარქო განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მას ემიჯნებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა