განათლების მინისტრის მოადგილე - საქართველოს მასშტაბით, სკოლებში 7000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში 7000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. როგორც აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოსწავლეს სპეცმასწავლებელი ემსახურება.

"სისტემის რეფორმაზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ ცხადია იგულისხმება, რომ განათლება უნდა იყოს ინკლუზიური და განათლების რეფორმა უნდა იყის ინკლუზიური. ამასთან, უნდა გულისხმობდეს ყველა ინკლუზიური საჭიროების და ინტერესის მოსწავლის თანაბარი შესაძლებლობების მოსწავლის არსებობას. 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა "ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებები, მათ შორის ეს შეეხო სპეცმასწავლებლებს. მანამდე ისინი იყვნენ ადმინისტრაციული თანამშრომლები და მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2020 წლიდან ავამუშავოთ სპეცსაგანმანათლებლო მასწავლებლების განვითარების სქემა და განვახორციელოთ მათი პროფესიული განვითარება უფრო მასშტაბურად. ინკლუზიური განათლება გულისხმობს როგორც პედაგოგების კომპეტენტურობას, ისე ადმინისტრაციული პერსონალის განათლებას და სკოლების ინფრასტრუქტურას. საკამოდ მასშტაბური საქმეა. განათლების დაფინანსების ზრდა, რომელიც მთავრობის მხრიდან დაანონსდა 2022 წლისთვის მიემართება დიდწილად ინკლუზიური განათლებისკენ.

დღეის მდგომარეობით, სისტემაში იდენტიფიცირებულია და სკოლებში სპეცმასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ არის 7 ათასზე მეტი მოსწავლე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. თუ მანამდე ხდებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამალვა, სახლში ჩაკეტვა სტიგმის გამო, მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. 90 მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მყისიერად გადის ველზე მოსწავლის შესაფასებლად როგორც კი განაცხადი შემოდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ. დღეს შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მყარად კანონის დონეზე, სტანდარტების დონეზე და ციფრების დონეზე. ახლა ვმუშაობთ ალტერნატიულ კურუკულუმზე, სადაც განსაკუთრებით მძიმე დარღვევებია მოსწავლეების ამ სტანდარტზე. მასწავლებლების კომპეტენცია, ადმინისტრაციის კომპეტენცია და ინფრასტრუქტურა არის ის სამი მიმართულება, რომელზეც მომავალი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში თანხებსაც გავზრდით და აქტიურად ვიმუშავებთ",- განაცხადა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, სკოლებში 3 ათასამდე სპეცმასწავლებელია.

"როგორც კი სისტემაში მოსწავლე ჩნდება, ის ფასდება მულტიდისცილპინური გუნდის მიერ, იდება დასკვნა და სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეცმასწავლებლის მიმაგრებას და დაფინანსებას სკოლისთვის. არც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე სპეცმასწავლებლის გარეშე არ არსებობს",- განაცხადა აბულაძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აბულაძის თქმით, სამინისტრო აკეთებს დეტალურ აღწერას მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის.

"ამ პროცესში არიან ჩართულები ინჟინრები და სპეციალისტები. ამის შესაბამისად დაიგეგმება მომავალი 2020 წელი და მოდევნო წელი, რომ ყველა სკოლა იყოს ადაპტირებული. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ პანდუსი, აქ იგულისხმება სრული ადაპტაცია, მათ შორის შიდა სივრცეები იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეუზღუდავად ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ როგორც ბიბლიოთეკით, სასადილოთი და ყველა სივრცით, რითიც სარგებლობს სხვა მოსწავლე",- განაცხადა აბულაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა