სოფიო ხორგუანი დედაქალაქის ხელისუფლებისგან ჯეროვან მმართველობას ითხოვს

მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, სოფიო ხორგუანი დედაქალაქის ხელისუფლებისგან ჯეროვან მმართველობას ითხოვს. მისი განცხადებით, ხელისუფლება მოვალეა, საკუთარ მოქალაქეებს სიცოცხლისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

როგორც ხორგუანი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის მიმდებარედ არსებული ავარიული სახლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,ახალი ტფილისის“ მსგავსი პროექტის დაწყების ინიციატივით, სოფიო ხორგუანმა საქართველოს მთავრობას და დედაქალაქის მერიას, ორი თვის წინ მიმართა.

საქმე ეხებოდა ისნის რაიონში, ვახტანგ მეექვსის ქუჩის №5/6-ში მდებარე, ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და მიმდებარე სახლების გამაგრებასა და უბნის სრულ რეაბილიტაციას.

ხორგუანის თქმით, მის მიერ გაგზავნილი წერილი მთავრობამ მერიას, მერიამ კი თბილისის განვითარების ფონდს გადაუგზავნა. პასუხიდან ირკვევა, რომ ფონდს დღეისთვის ასეთი პროექტის განხორციელების რესურსი არ გააჩნია.

სოფიო ხორგუანი ამჯერად თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს და სთხოვს, თუ მის მიერ შეთავაზებული წინადადების შესრულება ვერ ხერხდება, დედაქალაქის ხელისუფლება მოვალეა, ხსენებულ ავარიულ სახლში (რომელიც კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია) მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება დაიცვას და ალტერნატიული გამოსავალი შესთავაზოს.

,,ვინაიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სახლების სრული რეაბილიტაციის და ტურისტული ზონის მოწყობის შესახებ, მთავრობისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული ინიციატივა ვერ ხორციელდება, მაშინ თბილისის მერიამ აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლის ბინადრებს სიცოცხლისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შეუქმნას და ალტერნატიული გამოსავალი შესთავაზოს. ხელისუფლებას ვქირაობთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს და არა იმისთვის, რომ უწყებებმა ერთმანეთზე გადაბარებით თავიანთი პასუხისმგებლობები აირიდონ. დედაქალაქის მთავრობა ამ სახლის მცხოვრებთა მოსამსახურეცაა, მოქალაქეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ“ - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა