საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა

საქართველოს მთავრობის 14 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰერალდიკის საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის და სხვა მუნიციპალური, საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვისა და გამოფენას წესი, ჩვეულებრივ, გლოვისა და დღესასწაულის, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი შეხვედრების პირობებში.

„დადგინა ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბის, საჯარო დაწესებულებების ემბლემების, მუნიციპალიტეტების გერბების გამოსახვის წესი და თანმიმდევრობა ერთობლივი გამოსახვის პირობებში.

ამასთან, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს, რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა