„საქართველოს ეროვნული ლატარია“ – „5/35-ოქროს ბურთის“ გათამაშების დრო იცვლება

17 ივნისიდან ,,5/35-ოქროს ბურთის’’ ყოველდღიური გათამაშება, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:50 საათის ნაცვლად, 20:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნული ლატარიიდან“ აცნობეს.

„ორშაბათიდან, ყოველდღიურად, ისევ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, 20:30 სთ-ზე მოხმარებელებს ეძლევათ შანსი მხოლოდ ერთ ლარად მოიგონ ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი, რომელიც უკვე 90 000 ლარზე მეტია.

„5/35 - ოქროს ბურთის’’ ბილეთების შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში და საქართველოს ფოსტის ჯიხურებში, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე www.lotto.ge - ზე, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და გაიაროთ ვერიფიცირება, რის შემდეგ თქვენ შეძლებთ ბილეთების შეძენას.

2018 წლის ოქტომბრიდან - ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ პირველი გათამაშებიდან დღემდე უკვე მოგებულია 176 000 ერთეული ბილეთი, ყოველ გათამაშებაზე კი საშუალოდ მოგებულია 1000 ბილეთი.

ასე, რომ დაელოდეთ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ გათამაშებას 20:30 საათზე და თავად დარწმუნდით, რომ მოგება შეუძლია ყველას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო