ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის  შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც, პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში გუშინ გაიმართა.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. კარლ ჰარცელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში და ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

„საუბარი, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წარმატებული სამუშაო პროცესისა და ფართო კონსენსუსის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების პროცესში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მსგავსად, ფართო ჩართულობით წარიმართოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის პროცესიც“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო