ახალგაზრდა მოცურავეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედალით დაბრუნდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე საერთაშორისო ტურნირიდან წარმატებით დაბრუნებულ ახალგაზრდა მოცურავეებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრის მოადგილეებმა მწვრთნელებისგან ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სინქრონულად მოცურავეები ახალი პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ, რომლის მიზანიც 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოცურავეების მხრიდან ლიცენზიების მოპოვებაა.

4-6 ივნისს, ლატვიის დედაქლაქ რიგაში ღია პირველობა ჩატარდა სინქრონულ ცურვაში – „ლატვიის თასი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 10 ქვეყნის წარმომადგენლები, ხუთ ასაკობრივ ჯგუფში.

შეჯიბრში საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, სხვადასხვა დისციპლინაში - აუცილებელი პროგრამით, სოლო პროგრამით, წყვილთა შორის და ჯგუფური გამოსვლით. საერთო ჯამში, ქართველმა სპორტსმენებმა 23 მედალი მოიპოვეს: 15 ოქრო, 11 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა