ქართველი და უცხოელი ექსპერტები  ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

თბილისში ეუთო-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ორდღიანი ეროვნული სემინარი მიმდინარეობს, რომელიც ეძღვნება ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების ყოველმხრივი ჩართულობის მიდგომას. სუს-ის ინფორმაციით, ეს ეუთო-ს მიერ ქვეყანაში მსგავსი სემინარის ორგანიზების პირველი შემთხვევაა.

მათივე ცნობით, სემინარს ესწრება 70-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები კანადიდან, ფინეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან, ასევე ეუთო-ს სამდივნოს გენდერის საკითხების დანაყოფიდან და ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედებათა დანაყოფიდან.

მონაწილეები ჩაერთვებიან ორ-დღიან დისკუსიაში, რომელიც მოიცავს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ასევე ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან (VERLT) დაკავშირებულ გამოწვებთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის ნდობის განმტკიცების მნიშვნელობას.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნანა ბერიძემ საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

„აღნიშნული საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და მრავალმხრივ ჩართულობას, რაც მოიცავს სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას, ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის სხვადასხვა გამოვლინებასთან ბრძოლის მიზნით. საქართველოს მთავრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად დამტკიცებული ეროვნული სტრატეგია ეფუძნება საზოგადოების ყოველმხრივ ჩართულობას და მკაფიოდ განსაზღვრავს ტერორისტული ორგანიზაციების, ექსტრემისტული ჯგუფებისა და მათი ცალკეული მხარდამჭერებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებისთვის, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებების გზებს“.“ - განაცხადა ნანა ბერიძემ.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და კარგ პრაქტიკას ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც მოიცავს საპოლიციო სამსახურებსა და ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენდერის, ახალგაზრდობისა და რელიგიის საკითხებს, რათა გამოიკვეთოს ის გზები, რომელთა საშუალებითაც საქართველო მთელს იდეოლოგიურ სპექტრთან მიმართებით უზრუნველყოფს მრავალმხრივ ჩართულობას ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიმართულებით.

ცნობისთვის, სემინარი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარატმენტს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შედეგია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად შემუშავებული სტრატეგიის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა ინტერესი ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი სემინარის მიმართ, რაც დაეხმარება ქვეყნის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოსებს ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა