მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ცენტრმა „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად განახორციელა და მისი შედეგები სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დღეს სკოლების ხელმძღვანელებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს გააცნო. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები და მოსწავლეებიც დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე პედაგოგიკის და სკოლების განვითარების მიმართულებით.

„ბრიტანეთის სბჭოს ინიცირებითა და მხარდაჭერით განხორციელდა პროექტით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გადამზადდა 700 მასწავლებელი, მომზადდნენ ტრენერები, შეიქმნა არაჩვეულებრივი რესურსები საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის. ამ მიდგომის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ აქ სწორედ მასწავლებლებთან თანამშრომლობით ხორციელდება ისეთი მიდგომით სწავლა-სწავლება სკოლებში, რომელიც გულისხმობს აქტიური სწავლების პრინციპების დანერგვას. ამ მოდულებსა და პროექტში სამიზნედ იყო აღებული მდგრადი განვითარების მიზნები, და ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ იღრმავებენ კონკრეტული საგნის მიმართულებით ცოდნას, არამედ, კომპლექსურად ივითარებენ უნარებს. მათი გააქტიურება ხდება როგორც სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით, ასევე იმ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა და სხვა. ამ ელემენტს განათლების რეფორმის ფარგლებში აუცილებლად განვავითარებთ, რათა მოსწავლის განვითარება მოხდეს კომპლექსურად და ხელი შევუწყოთ მასწავლებელთა თანამშრომლობას, რომ ინტერდისციპლინარული მიდგომებით ისინი გავიდნენ შედეგებზე და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, რაც საჭიროა 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

ბრიტანეთის საბჭოს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარი ფოკუსი ინგლისური ენის მასწავლებელთა პროექტებზე დაფუძნებულ სწავლების კუთხით გადამზადება იყო.

„პროექტებზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა გახლავთ ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა, რომელიც განხორციელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად. პროგრამა დაიგეგმა ასევე ორივე ინსტიტუციასთან თანამშმრომლობით, გამომდინარე იქიდან, რომ მიზნები სრულ თანხვედრაშია განათლების რეფორმის ამოცანებთან, ვგულისხმობ თემატური განათლებისა და საგანთაშორისი თანამშმრომლობის პრიორიტეტებს. პროგრაამის მთავარი ამოცანა იყო ინგლისური ენის კომპეტენციის გაზრდა მოსწავლეებისთვის, ასევე, მათთვის ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიც გახლავთ კომუნიკაციის უნარები, გუნდური მუშაობა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ანალიტიკური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და ა.შ. პროგრამის მთავარი ფოკუსი გახლდათ ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადება პროექტებზე დაფუძნებული სწავლების კუთხით, შემუშავდა სატრეინინგო კურსი, გადამზადდა 30 ტრენერი, შეიქმნა სახელმძღვანელო ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით და ჩატარდა კონკურსები. დავაჯილდოვეთ პროექტში მონაწილე და გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები. პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამინისტროსთან და დიდი იმედი მაქვს, პროგრამა მომავალ აკადემიურ წელსაც გაგრძელდება”, - განაცხადა ფურცელაძემ.

ღონისძიების პირველ ნაწილში სხდომის მომხსენებლებმა ისაუბრეს ერთობლივი ინიციატივის შესახებ, პროექტებით სწავლების ძირითად მახასიათებლებზე და მისი განხორციელების საშუალებებზე. მეორე ნაწილში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ პროექტების კონკურსში გამარჯვებული ინგლისური ენის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს.

ღონისძიების ბოლოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს