ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.

CNN-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

ტურიზმის ადმინიტრაციის ინფორმაციით, საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის. CNN -ის მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ. საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე თემატური გვერდი მომზადდება.

ვებ-გვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები. CNN-ის სოციალურ მედია პლათფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით Take Me There

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშულებაში CNN. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდება კამპანია, რომელიც საქართველოს ცნობადობას გაზრდის. ჩვენ ჩამოვიყვანთ CNN-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც მოამზადებს 5 რეპორტაჟს საქართველოს შესახებ. ზოგადად ეს კამპანია მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე სოციალურ ქსელებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო