მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან მივიდა და განაცხადა, რომ საქართველოში „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ლგბტ აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ, რის უფლებასაც მათ ასევე კანცელარიასთან მყოფი კონტრაქციის მონაწილეები არ აძლევენ.

გიორგი თაბაგარის დაკავებას წინ უძღოდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება.

როგორც მან კანცელარიასთან თავის მხარდამჭერებთან ერთად ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არანაირი ლგბტ აქცია და „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება.

მისივე განმარტებით, უკვე ხვალისთვის დააანონსებენ მოძრაობას და გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა „ლგბტ პრაიდის“ ჩატარებას თბილისში.

ამ დროისთვის კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა